ლონდონის „არსენალის“ უმსხვილესი აქციონერი სტენ კროუნკე აპირებს 600 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, რათა კლუბი მთლიანად მისი საკუთრება გახდეს. ამჟამად ამერიკელი მილიარდერის კომპანია ქეი-ეს-ი (KSE) აქციების 67%-ს ფლობს და, როგორც ცნობილი ხდება, მეორე აქციონერმა, ალიშერ უსმანოვმა, საკუთარი 30%-ის გაყიდვაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
კროუნკეს კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციების მთლიანად შესყიდვა კლუბისთვის უკეთესი იქნება, რაქდგან ასე უფრო უკეთ გახდება შესაძლებელი „სტრატეგიისა და ამბიციების გაფართოვება“.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, რუსმა მაგნატმა ალიშერ უსმანოვმა კლუბის მთლიანად შესყიდვის სურვილი გამოთქვა და მზად იყო 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გადაეხადა, მაგრამ კროუნკემ მაშინ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.