ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა ტურინულ კლუბს დაუკავშირდა და ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, – იუწყება Le10Sport.
გამოცემის ინფორმაციით, რაბიო ახალი კლუბს ეძებს, „იუვენტუსის“ გამოცდილი ფეხბურთელით კი არაერთი გუნდია დაინტერესებული.
„არსენალის“ მთავარი კონკურენტი ამ სატრანსფერო დაპირისპირებაში მეორე ინგლისური გრანდი, „მანჩესტერ იუნაიტედია“.
მიმდინარე სეზონში რაბიომ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა.