„არსენალი“ ამ კვირას ორ ახალწვეულს წარადგენს - რაისსა და ტიმბერს #1TVSPORT
„არსენალი“ ამ კვირას ორ ახალწვეულს წარადგენს - რაისსა და ტიმბერს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალი“ აპირებს, ამ კვირას ორი ახალწვეული წარადგინოს. როგორც ჟურნალისტი კრის უიტლი წერს, ინგლისის ვიცე-ჩემპიონი ერთდროულად მოაწყობს „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველის, დეკლან რაისისა და „აიაქსის“ მცველის, იურიენ ტიმბერის პრეზენტაციას.

უიტლი აღნიშნავს, რომ რაისმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მონაწილეობა მიიღო საპრეზენტაციო კლიპში, ტიმბერი კი ამ პროცედურას რამდენიმე დღეში გაივლის.

შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ რაისის ტრანსფერში 105 მილიონი ევრო გადაიხადა, ნიდერლანდელ მცველში კი – 40 მილიონი ევრო.