„არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, შესაძლოა, „რენის“ პრეზიდენტი გახდეს, – წერს გაზეთი „ეკიპი“.
შეგახსენებთ, ეს კლუბი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ფრანსუა პინოს ეკუთვნის.
70 წლის ფრანგი სპეციალისტი 1996-2018 წლებში ავარჯიშებდა ლონდონურ კლუბს. დღეს ის სათავეში უდგას ფიფა-ს ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილებას.
„რენს“ საფრანგეთის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.