არსენ ვენგერი - როცა „სიტიმ“ ანგარიში გაათანაბრა, „რეალი“ უკვე აღარ არსებობდა
„რეალ მადრიდსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შესახებ კომენტარს ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ამჟამად ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, არსენ ვენგერი აკეთებს.
„მადრიდელებმა მე-60 წუთზე გაიტანეს ისე, რომ ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ. ამით თითქოს მანჩესტერელებმა ძლიერი დარტყმა მიიღეს და რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ „რეალი“ უფრო გაიტანდა მეორე გოლს, ვიდრე „სიტი“ გაათანაბრებდა. თუმცა, 73-ე წუთზე გვარდიოლამ მოედანზე სტერლინგი შემოიყვანა, ზიდანმა კი ბეილი. ამის შემდეგ ყველაფერი ყირაზე დადგა. ჟეზუსი ცენტრში თამაშობდა, სტერლინგი მარცხენა ფლანგზე იყო და ამან მთლიანად შეცვალა თამაში. „რეალი“ უკვე მაშინ აღარ არსებობდა, როცა სიტიმ ანგარიში გაათანაბრა“, – მოჰყავს ვენგერის სიტყვები „ბიინ სპორტს“ (beIN Sports).
შეგახსენებთ, რომ მატჩი მადრიდში სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა, განმეორებითი შევხედრა კი მანჩესტერში 17 მარტს გაიმართება.