არსენ ვენგერი „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტს შეხვდა
არსენ ვენგერი „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტს შეხვდა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შეხვედრა გამართა „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტთან ნასერ ალ-ხალიფისთან, – დაწერა გაზეთმა „ეკიპმა“ (L’Equipe). როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ფრანგ სპეციალისტს პარიზულ კლუბთან თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ ვენგერის პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია.

„პარი სენ-ჟერმენმა“, შესაძლოა, ვენგერი კლუბის ელჩის როლზე მიიწვიოს ან მას სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზოს. როგორც იტყობინებიან, კლუბში ამ თანამდებობაზე ანტერო ენრიკეს მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

რამდენიმე დღის წინ, არსენ ვენგერმასპორტის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის​ ლაურეუსის სპორტული აკადემიის პრემია მიიღო.