ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს „მილანთან“, – იტყობინება „ფრანს ფუტბოლი“ (France Football). მხარეები ახლოს არიან ხელშეკრულების გაფორმებასთან.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა წერს, ვენგერმა უკვე მისცა თანხმობა ახალ პოსტზე მუშაობის დაწყებას. თუ გარიგება შედგა, ფრანგი სპეციალისტი „მილანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჯენარო გატუზოს შეცვლის.
სერია A-ს 11 ტურის შემდეგ, „მილანი“ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა. მისი ჩამორჩენა „იუვენტუსთან“ 10 ქულაა, „ინტერთან“ და „ნაპოლისთან“ – 4.