არსენ ვენგერი - მესუტ ოზილი მხოლოდ საკუთარ აზრს გამოთქვამს, არა „არსენალის“
„მესუტ ოზილი თავისუფალი ადამიანია და მას საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს“, – აცხადებს „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი.
გერმანელმა ფეხბურთელმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით ჩინეთის მთავრობის მიერ უიგური მუსულმანების ჩაგვრაზე ისაუბრა, რასაც ოფიციალური პეკინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცნობილი ფეხბურთელი ყალბმა ინფორმაციამ შეიყვანა შეცდომაში.
ოზილმა, რომელიც თავადაც მუსულმანია, უიგურებს „მებრძოლი ხალხი“ უწოდა და ჩინეთის მთავრობასთან ერთად მსოფლიოს მუსულიმანური ქვეყნების გულგრილობაც გააკრიტიკა.
ამ განცხადებას „არსენალიც“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლუბი აპოლიტიკურია.
„რასაც ოზილი ამბობს, მხოლოდ მისი აზრია“, – განაცხადა არსენალის ყოფილმა დარიგებელმა, – „მას აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება აქვს, როგორც ყველა ჩვენგანს, და ის თავის სახელს იყენებს იმისთვის, რომ სათქმელი ხალხამდე მიიტანოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არ არის აუცილებელი, რომ მის მოსაზრებებს ყველა იზიარებდეს“.