არსენ ვენგერი ერთა ლიგის წინააღმდეგ - მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ხშირად ჩატარება აჯობებს
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ერთა ლიგის ფორმატი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მის გამართვას მსოფლიო და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების უფრო ხშირად ჩატარდება აჯობებს.
„უნდა მოვიცილოთ ერთა ლიგა და ჩავატაროთ ტურნირები, რომელთა დანიშნულებაც ყველას გვესმის. თუ ქუჩაში ხალხს ჰკითხავთ, რა არის ერთა ლიგა, ცოტას შეუძლია აგიხსნათ. უეფა-მ და ფიფა-მ რაც შეიძლება ნაკლები ტურნირი უნდა გამართოს. თანამედროვე მსოფლიოსთვის შესაფერისი ვარიანტი ყოველ ორ წელიწადში ერთი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის გამართვაა,“ – განაცხადა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ არსენ ვენგერმა.
ფრანგი სპეციალისტი წვრთნიდა „ნანსის“, „მონაკოს“, იაპონურ „ნაგოია გამპუსს“. 1996 წელს იგი სათავეში ჩაუდგა ლონდონის „არსენალს“, რომელთანაც 2018 წლამდე მუშაობდა და მოიგო ჩემპიონის ტიტული, შვიდჯერ – ინგლისის თასი და ერთხელ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.