როტერდამის „ფეიენოორდმა“ თავის ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ ერედივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩი „ექსელსიორის“ წინააღმდეგ ბოლო იქნება არნე სლოტისთვის როტერდამული კლუბის სათავეში.
ამის შესახებ თავად სპეციალისტმაც განაცხადა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ მომავალ სეზონში „ლივერპულს“ ჩაუდგება სათავეში.
სლოტი ინგლისურ კლუბში იურგენ კლოპს შეცვლის.