არკაში ზარანდია ქართველმა შეცვალა
არკაში ზარანდია ქართველმა შეცვალა
ლუკა ზარანდიას შემცვლელად, რომელიც ბელგიაში დაბრუნდა და „ზულტე ვერეგემში“ ითამაშებს, პოლონურ კლუბში ისევ ქართველი თავდამსხმელი მიიწვიეს.
 
„რადიო გდანსკის“ ინფორმაციით, გდინიას „არკაში“ დავით სხირტლაძეს აკვირდებიან, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშა.
„ზარანდიას დაკარგვის შემდეგ „არკას“ კიდევ ერთი ქართველების შენება სურს. დღეიდან გუნდთან ერთად დავით სხირტილაძე ვარჯიშობს“ – წერს „რადიო გდანსკის“ გვერდი.
26 წლის თავდამსხმელმა კარიერა კი თბილისის „სასკოში“ დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან ითამაშა დანიურ „ორჰუსსა“ და „სილკებორგში“, ასევე ჩეხურ ტრნავის „სპარტასში“ და ლატვიურ „რიგასში“.