არკას პრეზიდენტი - ზარანდიას კარგი ვარიანტები ჰქონდა, მაგრამ არ გავუშვით
არკას პრეზიდენტი - ზარანდიას კარგი ვარიანტები ჰქონდა, მაგრამ არ გავუშვით

ლუკა ზარანდია პოლონეთში ზაფხულამდე დარჩება, ზამთარში კი მან და მისმა კლუბმა, გდინიას არკამ, შემოთავაზებეზე უარი განაცხადეს – ამის შესახებ ინფრმაცია გამოცემა სპორტ ინტერიამ გაავრცელა.

„გდინიას არკა ექსტრაკლასას საგაზაფხულო ეტაპს სრული შემადგენლობით ხვდება. კლუბის ხელისუფლებამ ძირითადი შემადგენმლობის არც ერთი მოთამაშე არ გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ წინადადებების ნაკლებობა არ იყო. თუმცა, შემოდგომაზე არკას მწვრთნელი ზბიგნევ სმოლკა არ მალავდა, რომ გუნდის საკვანძო მოთამაშის წასვლას შეგუებული იყო. გდინიელთა მწვრთნელი ლუკა ზარანდიას გულისხმობდა, რომელმაც პოლონეთის მიმდინარე სეზონში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. მაგრამ ზარანდია კლუბთან ერთად არა მხოლოდ თურქულ შეკრებაზე მოემზადა, არამედ არკაში მინიმუმ ზაფხულამდე დარჩენა გადაწყვიტა“ – წერს პოლონური გამოცემა.

სპორტ ინტერიასთან კომენტარი არკას პრეზიდენტმა ვოიცეხ პერტკვიჩმაც გააკეთა: „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ლუკა უფრო ძლიერ გუნდში წასვლაზე ოცნებობს. მაგრამ ამჯერად ის ჯერ ჩვენთან დარჩა. ლუკას რეალური შემოთავაზებები ჰქონდა. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ზამთარში საკვანძო მოთამაშეები არ დაგვეკარგა. ვნახოვთ, ზაფხულში რა მოხდება”.

პირველი არხის ინფორმაციით, ზამთარში ლუკა ზარანდიას პოლონეთის ყველაზე პოპულარული კლუბი, ვარშავის ლეგია იწვევდა, სადაც წასვლა თავად არ ისურვა. დასავლეთ ევროპის კლუბების შეთავაზებებზე კი უარი არკამ განაცხადა, რადგან ეს ვარიანტები ფინანსურად არ აკმაყოფილებდა.

ზარანდია ბელგიური გენკიდან  პოლონეთში 2017 წლის იანვარში გადავიდა და მას შემდეგ გუნდის ერთთ-ერთ საკვანძო მოთამაშეა.