„ნაპოლის“ პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი კარიერას „მარსელში“ გააგრძელებს, – ამტკიცებს ინტერნეტრესურსი RMC. ფრანგული კლუბი 26 წლის ფეხბურთელს წლინახევრიანი იჯარით აიყვანს და 2022 წლის ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ფრანგული მხარე უკვე მოელაპარაკა როგორ „ნაპოლის“, ასევე მილიკს. პოლონელი ხუთშაბათს ჩავა საფრანგეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.
მილიკის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. იტალიურ კლუბში ფორვარდმა 122 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. ამ სეზონში ის „ნაპოლის“ განაცხადის მიღმა დატოვეს.