„არისი“ დამარცხდა - ქვილითაიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა #1TVSPORT
„არისი“ დამარცხდა - ქვილითაიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩი წარუმატებელი გამოდგა გიორგი ქვილითაიასა და მისი გუნდისთვის, ლიმასოლის „არისისთვის“.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ლიმასოლის გუნდი ლარნაკაში აეკ-ს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გუნდისთვის არანაკლებ მტკივნეული ქართველი თავდამსხმელის ტრავმა აღმოჩნდა – ქვილითაიამ მოედანი მეექვსე წუთზე დატოვა.

„ცუდი ამბავი „არისთვის“ – გიორგი ქვილითაია აეკ-თან მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა. ქართველმა თავდამსხმელმა მეოთხე წუთზე დისკომფორტი იგრძნო და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.

ქვილითაია წინა ტურში „ნეა სალამინასთან“ მატჩშიც იძულებით შეცვალეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი ტრავმა სერიოზული იყო და ყურადღებას საჭიროებდა. გიორგის არყოფნა „არისისთვის“ მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება, რადგან ქართველი„არისის“ შეტევის ხაზში საკვანძიო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი და გაირკვევა, როდის შეძლებს ის სრულფასოვნად ვარჯიშის განახლებას“, – ამის შესახებ გამოცემა Sport-fm-ი წერს.