საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბმა 35 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2020 წლის იანვარში, არგენტინული ტურნესთვის მოემზადებიან.
გაფართოებულ შემადგენლობაში 21 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. აქცენტი ამჯერადაც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებზე გაკეთდა, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორივე მარჯვენა ბურჯი – ნიკა პატარაია ბუქარესტის „დინამოდან“და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ბოლოს ფრანგულ „აჟენში“ თამაშობდა და კონტრაქტი ცოტა ხნის წინ დაუმთავრდა. გაფართოებულ შემადგენლობაში ყველაზე მეტი – 9 მორაგბე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ბათუმიდანაა“ წარმოდგენილი.
სამწვრთნელო შტაბის მიერ შერჩეული 35 მორაგბე პირველ შეკრებას 23 -30 დეკემბერს, ქუთაისში გაივლის.
საქართველო XV 30-კაციანი შემადგენლობით არგენტინაში 11 იანვარს მიემგზავრება და „ხაგუარესთან“, რომელიც ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ თამაშს 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გამართავს. მეორე შეხვედრა 24 იანვარსაა დანიშნული და ჯერჯერობით უცნობია სად ჩატარდება ეს თამაში.
საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: ნიკა აბულაძე, ზურაბ ერისთავი (ბათუმი) ბექა გვარამია (აკადემია)გოგა ხუროშვილი (არმაზი2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი), რევაზ წიკლაური (აია ), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი), ნიკა პატარაია (სტიაუა, რუმინეთი ), ანტონ ფეიქრიშვილი, ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), სანდრო ქოიავა (ბათუმი), თორნიკე ზოიძე (აკადემია), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი), დაჩი კოპაძე (ჯიქი), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი), გურამ შენგელია (აია),
ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, ), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ნიკა გიგაური (არმაზი), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, ), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), კოტე მარჯანიშვილი (ჯიქი), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი).