არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა მესის ურჩევს, რომ პსჟ-ში დარჩეს #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარიო კემპესი ლიონელ მესის მოუწოდებს, რომ „პარი სენ-ჟერმენიდან“ არ წავიდეს და კარიერა ფრანგულ კლუბში გააგრძელოს.
„ვფიქრობ, რომ პსჟ-ს დატოვება და „ბარსელონაში“ დაბრუნება მესისთვის სასარგებლო არ იქნება. უმჯობესია, ის საფრანგეთში დარჩეს და მშვიდად დაელოდოს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს. მუნდიალზე რომ ითამაშოს, მესი პარიზიდან არ უნდა წავიდეს. „ბარსელონას“ სხვა გეგმები აქვს და კატალონიური კლუბის პრობლემებიც არსად გამქრალა“, – ციტირებს მარიო კემპესის სიტყვებს Super Deportivo Radio.
35 წლის არგენტინელის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან ამ ზაფხულს იწურება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა ლიონელ მესის (რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს) სეზონში 25 მილიონი ევრო შესთავაზეს და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ „ბარსელონას“ არგენტინელი ლეგენდა ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიბრუნონ.