არგენტინის პრეზიდენტი გამოეხმაურა მესის ოჯახის სუპერმარკეტის დაცხრილვას #1TVSPORT
არგენტინის პრეზიდენტი გამოეხმაურა მესის ოჯახის სუპერმარკეტის დაცხრილვას #1TVSPORT

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა კომენტარი გაუკეთა იმ სუპერმარკეტზე თავდასხმას, რომელიც ლიონელ მესის ცოლის, ანტონელა როკუცოს ოჯახს ეკუთვნის.

ინციდენტი ღამის სამ საათზე მოხდა, როცა მაღაზია, რომელიც მესის ცოლის, ანტონელა როკუცოს ოჯახს ეკუთვნის, დაკეტილი იყო. ორი უცნობი მოტოციკლით სუპერმარკეტს მიუახლოვდა და მათ სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც შენობის კედელზე წარწერა დატოვეს: „მესი, გელოდებით. ხავკინი (პაბლო, როსარიოს მერი) ნარკომოვაჭრეა, ის შენზე არ იზრუნებს“.

მარტის ბოლოს მესი არგენტინაში ჩავა ეროვნული ნაკრების რიგებში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად.

„ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, ცხადია, რომ კიდევ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან როსარიოში ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა ძალიან სერიოზულია. რაღაც უნდა გავაკეთოთ სანტა ფესა და როსარიოს მოსახლეობისთვის, ისინი ხომ არგენტინელები არიან.

მე მაშინვე დავუკავშირდი მერ პაბლო ხავკინს, მაშინვე ველაპარაკე მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, აგუსტინ როსის და ვუთხარი მას: „მოდით, სასწრაფოდ ვიმოქმედოთ“. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, მაგრამ, ცხადია, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი“, – მოჰყავს ფერნანდესის სიტყვები გამოცემა TyC Sports-ს.

როსარიო მიჩნეულია ქალაქად, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა არგენტინაში მომატებული ძალადობისგან, კერძოდ, ნარკომოვაჭრეთა ბანდების მოქმედებისგან.