არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. როგორც წინასწარ იყო ცნობილი, ნაკრებში არ არის გამოძახებული „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი.
არგენტინელთა გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები – სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ხერონიმო რული (სოსიედადი, ესპანეთი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი);
მცველები – ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი, ესპანეთი), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ვალტერ კანემანი (გრემიო, ბრაზილია), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), ალან ფრანკო (ინდეპენდიენტე), ფაბრისიო ბუსტოსი (ინდეპენდიენტე), რენცო სარავია (რასინგი);
ნახევარმცველები – სანტიაგო ასკასიბარი (შტუტგარტი, გერმანია), ლეანდრო პარედესი (ზენიტი, რუსეთი), ჯოვანი ლო სელსო (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ფრანკო ვასკესი (სევილია, ესპანეთი), როდრიგო დე პოლი (უდინეზე, იტალია), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა, პორტუგალია), ფრანკო ჩერვი (ბენფიკა, პორტუგალია), როდრიგო ბატალია (სპორტინგი, პორტუგალია), მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), მაქსიმილიანო მესა (ინდეპენდიენტე), ესეკილ პალასიოსი (რივერ პლეიტი);
ფორვარდები – კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი), გონსალო მარტინესი (რივერ პლეიტი), პაოლო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), მაურო იკარდი (ინტერი, იტალია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ჯოვანი სიმეონე (ფიორენტინა, იტალია).
11 ოქტომბერს „ალბისელესტე“ ამხანაგურ მატჩს ერაყთან გამართავს, 16 ოქტომბერს – ბრაზილიასთან.