არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე - მესი ჩემთვის უმაღლესი დონე არ არის
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარე უგო გატიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი არ უნდა ჩაითვალოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.
„მესი შორს არის საუკეთესო ფეხბურთელების დონისგან. ჩემთვის ის უმაღლეს ეშელონშიც კი ვერ ხვდება. მათგან, ვინც მინახავს, საუკეთესოა პელე, შემდეგ მოდის ალფრედო დი სტეფანო, რონალდინიოც კი თავის საუკეთესო ფორმაში, აღემატებოდა მესის. მე „ბოკა ხუნიორსსა“ და არგენტინის ნაკრებში ვთამაშობდი მარადონასთან ერთად. ის ლეოზე უკეთესია. აქ არანაირი დისკუსია არ უნდა არსებობდეს. დიეგოს შეეძლო დიდ მატჩებში საკუთარი თავის წარმოჩენა, მესის ეს არ შეუძლია“, – განაცხადა გატიმ ტელეკომპანია „ჩირინგიტოსთან“ კომენტარში.
უგო გატი პროფესიულ დონეზე 1962-88 წლებში გამოდიოდა. მის აქტივშია 18 მატჩი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში.