არგენტინის ნაკრების მცველმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის უპირატესობა აღიარა #1TVSPORT
„ლიონისა“ და არგენტინის ნაკრების მცველმა, ნიკოლას ტალიაფიკომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან დამარცხებაზე ისაუბრა. არგენტინელებმა გადამწყვეტი მატჩი 0:1 დათმეს.
„დანარჩენ მატჩებთან შედარებით, ჩვენი თამაში ფინალში ძალიან სუსტი იყო, და ახლოსაც კი ვერ მივიდოდა იმასთან, რასაც 2022 წელს ვაჩვენებდით. სამწუხაროდ, ესპანეთმა ტაქტიკურად უბრალოდ გვჯობა.
ესპანელები ძალიან მაღალ პრესინგს მიმართავენ, ბურთს ართმევენ და აკონტროლებენ მას. ჩვენ კი სწორედ ეს არ გვიყვარს. თვითონ ვართ ჩვეული თამაშის ბურთით კონტროლს. როდესაც ამ კონტროლს ვკარგავთ და იძულებულნი ვართ, კომპაქტურად დავიცვათ თავი, ეს ჩვენი ძლიერი მხარე არ არის.
თითოეული არაზუსტი გადაცემა ბურთს ისევ ესპანეთს უბრუნებდა. ისინი გამუდმებით დევნას გვაიძულებდნენ, რამაც, საბოლოოდ, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გამოგვფიტა. უბურთოდ თამაში ჩვენთვის არაკომფორტულია.
უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანეთმა ჩვენზე ბევრად უკეთ ითამაშა. ჩვენ ვერაფრით ვიპოვნეთ საკუთარი რიტმი და ვერ შევძელით ბურთის მშვიდად კონტროლი. ვფიქრობ, ემოციურმა, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა დაღლილობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა“, – განაცხადა ტალიაფიკომ Clank!-თან ინტერვიუში.