არგენტინელმა პატიმრებმა მუნდიალის ყურების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს 
არგენტინელმა პატიმრებმა მუნდიალის ყურების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს 

არგენტინის ქალაქ პუერტო-მადრინის ციხის პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს იმისთვის, რომ მიიღონ მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის მატჩების ყურების უფლება, – წერს პუბლიმეტრო.

პატიმრები ითხოვენ სატელევიზიო კაბელის შეკეთებას, რომელიც სამი დღეა არ მუშაობს.

„არ მივიღებთ საკვებს იქამდე, სანამ პრობლემა არ გადაიჭრება“, – წერია პატიმრების წერილში.