არგენტინაში სახელმწიფოს მხრიდან ლიონელ მესიზე შესაძლო თვალთვალის საქმის გამოძიება დაიწყო
არგენტინის ფედერალურმა მოსამართლემ როდოლფო კორალმა დაიწყო გამოძიება საქმეზე, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მაურისიო მაკრის მხრიდან „ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესიზე თვალთვალს შეეხება.
როგორც ირკვევა, მოსამართლე მკაცრად ითხოვს შემოწმდეს – რამდენად კანონიერი იყო მაკრის სახელმწიფო მოთხოვნები.
აღნიშნავენ, რომ მაკრის სიაში მესის გარდა, არგენტინის კიდევ 60 ცნობილი ადამიანი იყო, ვისზეც შეიძლება სპეცსასახურებს თვალთვალი დაეწესებინათ. მათ შორის არიან მოსამართლეები, გუბერნატორები, მინისტრები, კანონმდებლები, ფედერალური პროკურორები და ბიზნესმენები.