არგენტინაში მესის სამშობლოში დაბრუნების მოწოდებით მარში გაიმართა (ვიდეო)
არგენტინული კლუბის „ნიუელს ოლდ ბოისის“ გულშემატკივრებმა გამართეს გრანდიოზული მარში მოწოდებით – დაბრუნდეს ლიონელ მესი მათი საყვარელი გუნდის რიგებში. თითქმის 100 ავტომობილში განთავსებულმა დაახლოებით 400-მა ფანმა ქალაქ როსარიოს ქუჩებში სირენებით ჩაიარა. მათ გამოფენილი ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა – „მესი, დაბრუნდი“ და „ეს შენი სახლია“.
როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს 33 წლის მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზრისას კლუბის დატოვება სურს.
არგენტინელი ფორვარდის გადაბირებაზე მთავარი პრეტენდენტი „მანჩესტერ სიტია“.