ბარსელონას ფორვარდ ლიონელ მესის მამა ხორხე მესი საკუთარი ავტომობილით (BMW M3) მოტოციკლს დაეჯახა. ამის შესახებ სააგენტო თი-ენი (TN) წერს.
ავარია ოთხ აპრილს, არგენტინის ქალაქ როსარიოში მოხდა. უფროსი მესი პოლიციამ ყველა გარემოების გასარკვევად და სამედიცინო ტესტის გასავლელად დააკავა.
დაზარალებული მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოში მოხვდა. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად ხორხე მესის წინააღმდეგ საქმის აღძრის შესაძლებლობას სწავლობენ. მან სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე ტესტი უნდა გაიაროს.