არგენტინის ნაკრებს დროებით ორი მწვრთნელი ეყოლება. გუნდიდან წასულ ხორხე სამპაოლის ლიონელ სკალონი და პაბლო აიმარი შეცვლიან.
„უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ეროვნულ გუნდს გაწვრთნიან სკალონი და აიმარი. ჩვენ პაუზას ავიღებთ იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ მწვრთნელის კანდიდატურაზე, რომელიც მომავალში ჩაიბარებს ნაკრებს“, – განაცხადა ი-ეს-პი-ენთან (ESPN) კომენტარში არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ.
აღვნიშნავთ, რომ სკალონი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე სამპაოლის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, ხოლო აიმარი ქვეყნის იუნიორთა ნაკრებში მუშაობდა.
არგენტინის ნაკრებს 7 და 11 სექტემბერს, ლოს ანჯელესსა და ნიუ ჯერსიში, ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი გვატემალისა და კოლუმბიის წინააღმდეგ.