არგენტინამ პოლონეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა - მექსიკამ საუდის არაბეთს მოუგო, მაგრამ მერვედფინალში პოლონეთი ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, C ჯგუფის დასკვნითი მატჩები გაიმართა. განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, მუნდიალის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის, არგენტინის ეროვნული გუნდისა და პოლონეთის ნაკრების მატჩი იწვევდა.
პირველი ტურის სენსაციის ავტორი საუდის არაბეთი კი მექსიკას დაუპირისპირდა. პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობა ჯერ გაურკვეველი იყო და ორივე შეხვედრა დიდ ინტრიგას ინარჩუნებდა.
პირველ ტაიმში სამხრეთამერიკული გუნდები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ბურთს აკონტროლებდნენ – პოლონეთი და საუდის არაბეთი კი საკუთარი კარის დაცვაზე ზრუნავდნენ.
32-ე წუთზე დი მარიამ კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია და პოლონეთის ნაკრები გაშვებული გოლისგან მეკარემ იხსნა. რამდენიმე წუთში არგენტინამ ისევ ძალიან სახიფათოდ შეუტია და მეტოქეს შტურმი მოუწყო, მაგრამ შჩესნი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და პოლონელთა კარი გადარჩა.
არგენტინელთა შტურმი გრძელდებოდა და ერთ-ერთი შეტევის დროს პოლონეთის კარის დარაჯი ვოიცეხ სჩესნი ლიონელ მესისთან ორთაბრძოლისას დაჯარიმდა. მსაჯმა ვიდეორეფერის დახმარება მოითხოვა და პოლონეთის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
მოპოვებული პენალტი 38-ე წუთზე თავად მესიმ შეასრულა და პოლონელმა მეკარემ ბრწყინვალე ნახტომით კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი. არგენტინელები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ და პირველი ტაიმის ბოლომდე გოლის გატანას ცდილობდნენ, მაგრამ ანგარიში არ გაიხსნა, გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 0:0. ნულოვანი ფრე დაფიქსირდა საუდის არაბეთისა და მექსიკის პირველ ტაიმშიც.
ორივე მატჩის მეორე ნახევარი სწრაფი გოლებით განახლდა. მარტინის (47) გოლითა და ჩავესის (52) ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით მექსიკა საუდის არაბეთთან ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა – 2:0.
არგენტინელების დიდი სათამაშო დომინაცია კი მაკალისტერმა 47-ე წუთზე გოლად აქცია და ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში თავისი პირველი ბურთი გაიტანა – 1:0.
68-ე წუთზე არგენტინელების უპირატესობა მეორე გოლად უკვე ალვარესმა გარდასახა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი წინსვლა მოუტანა – 2:0.
დამატებულ წუთებში საუდის არაბეთმა მექსიკას გაუტანა, პლე-ოფში კი არგენტინა და პოლონეთი გავიდნენ.
განსაკუთრებით დრამატული მექიკისა და საუდის არაბეთის მატჩის ბოლო წუთები იყო. მექსიკელებმა ორი გოლი გაიტანეს და მეორე ადგილზე გასასვლელად ერთიც სჭირდებოდათ, თუმცა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მიზანს ვერ მიაღწიეს და 1978 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე.
ორი მერვეფინალურიო წყვილიც გაირკვა:
საფრანგეთი – პოლონეთი
არგენტინა – ავსტრალია
C ჯგუფი
ტური |
თარიღი |
დრო |
თამაში |
ანგარიში |
I ტური |
22.11.2022 |
14:00 |
არგენტინა-საუდის არაბეთი |
1:2 |
I ტური |
22.11.2022 |
20:00 |
მექსიკა-პოლონეთი |
0:0 |
II ტური |
26.11.2022 |
17:00 |
პოლონეთი-საუდის არაბეთი |
2:0 |
II ტური |
26.11.2022 |
23:00 |
არგენტინა-მექსიკა |
2:0 |
III ტური |
30.11.2022 |
23:00 |
საუდის არაბეთი-მექსიკა |
1:2 |
III ტური |
30.11.2022 |
23:00 |
პოლონეთი-არგენტინა |
0:2 |
C ჯგუფი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
არგენტინა |
3 |
2 |
0 |
1 |
5-2 |
6 |
2 |
პოლონეთი |
3 |
1 |
1 |
1 |
2-2 |
4 |
4 |
მექსიკა |
3 |
1 |
1 |
1 |
2-3 |
4 |
5 |
საუდის არაბეთი |
3 |
1 |
0 |
2 |
3-5 |
3 |