არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი და ჩილე მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს ამზადებენ
არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი და ჩილე აპირებენ ფიფაში ერთობლივი განაცხადის შეტანას, მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
იმავე ტურნირის ორგანიზებისთვის, შესაძლოა კიდევ რამდენიმე ერთობლივი განაცხადი მომზადეს: ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია; მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია; სერბეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.
საინტერესოა, რომ ამ წელს აღინიშნება მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ჩატარების 100 წლისთავი.
1930 წლის ტურნირს ურუგვაი მასპინძლობდა.