არგენტინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეშვიდე ფინალისტი გახდა #1TVSPORT
არგენტინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეშვიდე ფინალისტი გახდა #1TVSPORT

გაირკვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეშვიდე მონაწილე. ეს არის არგენტინის ნაკრები, რომელმაც სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში 4:1 დაამარცხა შინ ბრაზილია.

თუმცა არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ამ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გაიფორმა, როცა ბოლივიისა და ურუგვაის მატჩი 0:0 დასრულდა. ამ შეხვედრის შემდეგ, უკვე თეორიულადაც, არგენტინა ვეღარ დაქვეითდებოდა გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილზე ქვემოთ.

ასე რომ, ამ მომენტისთვის ცნობილია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შვიდი მონაწილე:

აშშ

მექსიკა

კანადა

იაპონია

ახალი ზელანდია

ირანი

არგენტინა

სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს. აი როგორ ნაწილდება საგზურები კონფედერაციების მიხედვით:

აზია – 8

აფრიკა – 9

კონკაკაფ-ი – 6 (სამი მასპინძელი)

სამხრეთ ამერიკა – 6

ოკეანეთი – 1

ევროპა – 16

კიდევ ორი საგზური საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში გათამაშდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორი გუნდი კონკაკაფ-იდან და თითო გუნდი აზიიდან, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან და ოკეანეთიდან.