არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა. წინა რეიტინგში ის მესამე პოზიციაზე იყო. ლიდერობა შეინარჩუნა ბრაზილიის ნაკრებმა.
ბელგიის ნაკრები მეორედან მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა. არგენტინის გარდა, მას გაუსწრო საფრანგეთმა, რომელიც ავსებს ტოპ-სამეულს.
TOP 10-ში შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ხორვატია, რომელმაც ხუთი ადგილი მოიგო და მეშვიდე პოზიციაზეა.
22-დან მე-11 ადგილზე გადავიდა მაროკოს ნაკრები.
ფიფა-ს რეიტინგის TOP 10:
1(1). ბრაზილია – 1840.77
2(3). არგენტინა – 1838.38
3(4). საფრანგეთი – 1823.39
4(2). ბელგია – 1781.30
5(5). ინგლისი – 1774.19
6(8). ნიდერლანდები – 1740.92
7(12). ხორვატია – 1727.62
8(6). იტალია – 1723.56
9(9). პორტუგალია – 1702.54
10(7). ესპანეთი – 1692.71