არფანგ დაფე ისევ ირანში წავიდა - სენეგალელმა სამედიცინო შემოწმება ჩააგდო
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის „ტორპედო“ არფანგ დაფემ დატოვა – ცნობა „ტრანსფერმაკტმა“ გაავრცელა.
გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ცნობით, სენეგალელი ფლანგის შემტევი ნახევარმცველი კარიერას ირანულ „ნასაჯიში“ გააგრძელებს.
ინფორმაცია პირველ არხს ქუთაისის „ტორპედოშიც“ დაუდასტურეს. მაგრამ როგორც შევიტყვეთ, არფანგ დაფე იყო ქუთაისელთა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც წლეულს ჩატარებული სამედიცინო შემოწმება ჩააგდო – მას გულის პრობლემები ჰქონდა და ექიმებთან დადიოდა.
ქუთაისელები ასეთ მდგომარეობაში დაფესთან კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობდნენ – უგუნდოდ დარჩენას სენეგალელმა თავდამსხმელმა ირანში წასვლა ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ დაფე ფოთის „კოლხეთშიც“ თამაშობდა, საიდანაც 2017 წლის ზაფხულში ირანში გაიპარა.