არეულობა საბერძნეთის ჩემპიონატზე – კლუბის პრეზიდენტი მოედანზე შეიჭრა 

08:38, 12.03.2018

სკანდალით დასრულდა საბერძნეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩი პაოკ-სა და აეკ-ს შორის. მოედანზე მომხდარი არეულობის გამო, თამაშის დამთავრდება არ მოხერხდა.

საქმე ისაა, რომ 0:0-ზე არბიტრმა გააუქმა პაოკ-ის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლი, რის გამოც, მოედანზე შეიჭრნენ გუნდის გულშემატკივრები და კლუბის მფლობელი ივან სავიდი.
ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ სავიდს თან ჰქონდა იარაღი.

ივან სავიდიმ პაოკ-ის აქციათა პკეტი 2012 წელს შეიძინა. მანამდე ის რუსული კლუბების – “როსტოვისა” და სკა-ს (როსტოვი) პრეზიდენტი იყო.

 

მსგავსი