18 იანვრიდან მოყოლებული რუსეთის ოცწლამდელთა ნაკრები ქუთაისში, სამკვირიან მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფება. რუსებმა ქუთაისის „არესის“ წინააღმდეგ გასამართი სამი მატჩიდან პირველი უკვე გამართეს და 44:7 დამარცხდნენ.
რუსმა ოცწლამდელებმა მეტოქეს მხოლოდ ერთი ლელო დაუდეს. პირველი ტაიმი შედარებით დაძაბული იყო და „არესმა“ მხოლოდ 10:0 მოიგო. მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა, ქუთაისელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ახალგარდა „დათვებს“ ერთის საპასუხოდ რვა ლელო გაუტანეს. რუსების მხრიდან ერთადერთი ლელო სერგეი ტოლმაჩევმა დადო.
გუნდები ერთმანეთში კიდევ ორჯერ ითამაშებენ.