„არეანაპოლი“ - სპალეტი ეძებს მოთამაშეს, რომელიც კვარაცხელიას ზოგჯერ მაინც დაასვენებს #1TVSPORT
„არეანაპოლის“ ცნობით, „რომას“ დამარცხების მიუხედავად, „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ჯერ კიდევ აქვს ეჭვი, რომ არსებული შემადგენლობა სეზონის კარგად გასაგრძელებლად საკმარისი არაა.
იტალიური გამოცემის მტკიცებით, სპალეტის მსოფლიო ჩემპიონატის პაუზისას რამდენიმე ახალი მოთამაშის დამატება სურს, რომ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ზოგჯერ მაინც დაასვენოს.
„არეანაპოლიმ“ ყურადღება გაამახვილა „რომასთან“ მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტის ნათქვამზე: „შემადგენლობაში რამდენიმე პოზიციაზე შემცვლელების გარეშე ვთამაშობთ“.
„ამით სპალეტიმ ქვეტექსტით სატრანსფერო ბაზარს გაუგზავნა შეტყობინება. ალბათ, „ნაპოლის“ მწვრთნელს, სჭირდება მოთამაშე, ვინც დი ლორენცოს ამოასუნთქებს და შესაძლოა, კვარაცხელიაც შეცვალოს. მაგრამ ყველაზე მეტად მას აფიქრებს ნახევარდაცვა, სავარაუდოდ, დომბელე, რომელიც სათანადო შემცვლელი არ არის. რა თქმა უნდა, კრიშტიანო ჯუნტოლი („ნაპოლის“ სპორტული დირექტორი) შეეცდება სპალეტის მოთხოვნები გაითვალისწინოს. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა იანვარში გუნდის მწვრთნელის მიერ დასახელებული ნაკლოვანებების მოგვარებას“, – ამტკიცებს „არეანაპოლი“.
სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა „რომასთან“. ამ ტრიუმფით ლურჯების გუნდმა („ნაპოლის“ ზედმეტსახელია) ზედიზედ 11 გამარჯვება მოიპოვა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე და ორივე ტურნირის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.