„არეა ნაპოლი“ - კვარაცხელიამ „ნაპოლისგან“ ნებართვა მიიღო და თბილისში გაემგზავრება #1TVSPORT
„არეა ნაპოლი“ - კვარაცხელიამ „ნაპოლისგან“ ნებართვა მიიღო და თბილისში გაემგზავრება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბისგან ნებართვა მიიღო და თბილისში გაემგზავრება – ინფორმაციას „არეა ნაპოლი“ ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მალე მამა გახდება. ფეხბურთელმა კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისისგან ნებართვა მიიღო და თბილისში გაემგზავრება.

უახლოეს დღეებში ქართველი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. კვარაცხელიას აგენტი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება, რათა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ ხელშეკრულების ხანგრძლივობასა და ხელფასზე – საუბარია სეზონში ექვს მილიონ ევროზე“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში, „ვერონასთან“ მატჩში ხვიჩას მეტოქეები რამდენჯერმე ეუხეშნენ და შესვენებამდე შესაცვლელი გახდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და 25 აგვისტოს  „ბოლონიასთან“, სავარაუდოდ, თამაშს შეძლებს.