არჩილ თალაკვაძე - დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან
არჩილ თალაკვაძე - დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან

დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება.

„მოდელი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთი წლის წინ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ შეცვლილიყო პროპორციული არჩევნების თარიღი ამჯერად 2024 წლიდან 2020 წლამდე. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში საბოლოო ჯამში იღებს პარლამენტი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა. რა თქმა უნდა, ჩვენც გულდაწყვეტილი ვართ, რომ ეს გადასვლა ვერ მოხდა, თუმცა ყველამ უნდა მიიღოს, რომ ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და უნდა გააგრძელოთ მოძრაობა.

თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, ეს არ არის პოლიტიკური პროცესის შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ასრულებს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ რასაც ვგეგმავთ, ეს არის, რომ მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ მას აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატარებთ.

გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ. თუ რა გაუმჯობესების შესაძლებლობა არის უკვე საკანონმდებლო დონეზე, რადგან დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, ამაზე მომდევნო კონსულტაციებში შესაძლოა, ჩვენ კიდევ დავხარჯოთ დრო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.