არჩილ ბერიძე - კვარაცხელიას გაყიდვის შემთხვევაში „რუბინი“ რას მიიღებს, ეს ჯუღელს ჰკითხეთ #1TVSPORT
ბათუმში „დინამოს“ პრეზიდენტს„ჩემპიონატმა“ ინტერვიუ ჩამოართვა – არჩილ ბერიძემ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლასა და მის შემდგომ ტრანსფერზე ისაუბრა:
„კვარაცხელია „დინამოში“ მის აგენტ მამუკა ჯუღელთან მეგობრობის წყალობით მოხვდა. სხვადასხვა გარემოებამ ითამაშა როლი. ფეხბურთელსაც ჩვენთვის სურდა თამაში. ყველაფერი აგენტის მეშვეობით გაკეთდა“, – ამბობს ბერიძე.
„უცხოეთში გაყიდვის შემთხვევაში, „რუბინი“ რას მიიღებს?“ – ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა ამაზე საუბარი არ ისურვა და ჟურნალისტი აგენტთან გადაამისამართა:
„რაც შეეხება იმას, რომ შემდეგ სად წავა, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მან ბათუმში სრულად მოახერხოს საკუთარი საკუთარი თავის რეალიზაცია. ვინ აძლევს ხელფასს? – ჩვენი კლუბი. „რუბინი“ თანხას თუ მიიღებს? ესეც მამუკას ჰკითხეთ“.
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს ტულას „არსენალიდან“ დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზეც ჰკითხეს და ბერიძემ დაადასტურა, რომ ზურიკო დამატების იმედიც აქვს. მისი თქმით, გუნდში ხვიჩას გადმოსვლამ მაყურებლის რაოდენობაც გაზარდა:
„რამდენი მაყურებელი შეგვმატა „თელავთან“ მატჩში ხვიჩამ? ფიქრობ, 30 პროცენტამდე – როგორც რაოდენობრივად, ასევე ემოციურად“.