ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი მზადაა, გუნდის გულშემატკივრებს შეხვდეს და ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცეს, – ამის შესახებ ბერიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ძვირფასო გულშემატკივრებო, მზად ვარ, ვუპასუხო ბათუმის „დინამოსთან“ დაკავშირებულ კითხვებს. ოთხშაბათს, 14 აგვისტოს, 19:00 საათზე გიწვევთ „ბათუმი არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში.
შეხვედრის ორგანიზება დაგეგმილი იყო აქამდეც, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოვახერხე, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით. გელოდებით, დასწრება თავისუფალია“, – წერს არჩილ ბერიძე.
გუნდის გულშემატკივრები პროტესტს ღიად გამოხატავენ და აინტერესებთ, რა ხდება ბათუმის „დინამოში“. საქართველოს ჩემპიონი ამჟამად ეროვნულ ლიგაში მეოთხე ადგილზეა და კონფერენს ლიგასაც გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯა და ორი წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა.