არჩილ ბერიძე - ბათუმის „დინამო“ სწორ გზაზეა და მჯერა, დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - ბათუმის „დინამო“ სწორ გზაზეა და მჯერა, დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ორი მატჩის ჯამში „სივასპორთან“ (1:2, 1:1) დამარცხდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. მაგრამ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გუნდს მადლობა ღირსეული თამაშისთვის გადაუხადა, ხოლო გულშემატკივრებს – თანადგომისთვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრებს თავდადებისთვის და ღირსეული თამაშისთვის, ასევე ყველას ვინც გვქომაგობდა და ჩვენს ემოციებს იზიარებდა. ბათუმის „დინამო“ განვითარების სწორ გზაზე დგას და მჯერა, რომ მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ ევროსარბიელიდან ისე გამოვარდა, რომ გასვლით მატჩში არ დამარცხებულა, ბათუმელებმა უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე ევროთასებზე დანარჩენმა სამმა ქართულმა გუნდმა – გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა მარტო გასვლაზე გაიტანეს უფრო მეტჯერ, ვიდრე ევროთასებზე საქართველოს დანარჩენმა სამმა წარმომადგენელმა.

პლუს ამას, უეფა-ს მიმდინარე გათამაშებაში ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მოუტანა – გეგუჩაძის გუნდმა ჯამში 0,875 ქულა დააგროვა.