არჩილ ბერიძე - აზაროვს კვიპროსში არ გავუშვებთ, მისით „ბრიუგე“ და ზაგრების „დინამო“ დაინტერესდნენ #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - აზაროვს კვიპროსში არ გავუშვებთ, მისით „ბრიუგე“ და ზაგრების „დინამო“ დაინტერესდნენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ირაკლი აზაროვის კვიპროსში გაშვების შესაძლებლობას გამორიცხავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხთან კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული გამოცემა „სპორტ ფმ“-ის ცნობით, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს, ირაკლი აზაროვს კვიპროსის ჩემპიონატში სათამაშოდ სუპერლიგის „პაფოსიიწვევს.

ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობა ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშის კვიპროსში გაშვებას არ აპირებს, მას ბევრად უკეთესი შემოთავაზებები გააჩნია, მაგრამ სურთ, რომ კლუბში იყოს და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

აზაროვით კვიპროსელების დაინტერესება ლოგიკურია. მაგრამ მას სხვა შემოთავაზებები გააჩნია, მაგალითად ბელგიაში „ბრიუგე“ იწვევს, ასევე ხორვატიაში ძალიან კარგი კლუბი ზაგრების „დინამო“, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე აზაროვს არ გავუშვებთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე ტრანსფერებით გუნდის ბიუჯეტის შევსებას არ ფიქრობს.

ჯოვინო ფლამარიონზეც კარგი შემოთავაზებები გვქონდა, მაგრამ გუნდის გაძლიერება გვსურს და ამ ეტაპზე მის გაშვებაზე არ გვიფიქრია. ირაკლის შემთხვევაშიც ასე მოხდება. სიმართლე ესაა. ჩვენ ბათუმელი და ზოგადად, ქართველი გულშემატკივრის გახარება გვსურს“.