არც „ტორპედო“ და არც „საბურთალო“ - ლეანდრო რიბეირო მოლდოვაში წავიდა
არც „ტორპედო“ და არც „საბურთალო“ - ლეანდრო რიბეირო მოლდოვაში წავიდა

ლეანდრო რიბეიროს სეზონის დასრულების შემდეგ წამყვანი ქართული გუნდები იწვევდნენ, მან კი მოლდოვაში წასვლა ამჯობინა.

ტირასპოლის „შერიფის“ ცნობით, გორის „დილას“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, კარიერას მოლდოვის საუკეთესო გუნდში გააგრძელებს.

„გორის „დილა“ და „შერიფი“ შეთანხმდნენ, რის მიხედვითაც ბრაზილიელი ფლანგის მოთამაშე, ლეონდო იოაკიმ რიბეირო ტირასპოლის კლუბს იანვარში შეუერთდება“ – წერს „შერიფის“ ოფიციალური გევრდი.

23 წლის ფეხბურთელი რიო დე ჟანეიროში დაიბადა. კარიერა „ნაციონალში“ დაიწყო. ითამაშა ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრებში, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო ასისტენტად ითვლებოდა. მისი პირველი უცხოური კლუბი ქართული „დილა“ გახლდათ, სადაც პირველივე სეზონში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტი გახდა და 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა. გასულ წელს იჯარით ისრაელის ჩემპიონატის ნეთანიას „მაკაბში“ დაიწყო. „დილაში” დაბრუნებულმა 33 მატჩში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო. 2014 წელს, 20 წლამდელთა ასაკში ბრაზილიის თასი მოიგო. იმავე წელს, ბრაზილიელი 20-წლამდელთა ნაკრებში „პანდას“ თასის მფლობელი გახდა, ერთი წლით ადრე კი – 2013 წელს, ბრაზილიის 20-წლამდელთა ასაკის ჩემპიონი.