არავაქცინირებული ფეხბურთელები, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვან #1TVSPORT
არავაქცინირებული ფეხბურთელები, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვან #1TVSPORT

კორონავირუსის პანდემიამ, შესაძლოა, მომავალში კვლავაც სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს სპორტზე.

ინტერნეტ-გამოცემა The Athletic წერს, რომ ფეხბურთელები, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, დაშვებულნი არ იქნებიან ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.

დღეისთვის, ყატარში მოსახლეობის 82 პროცენტია ვაქცინირებული, იმ დროს, როცა ინგლისის პრემიერლიგაში ფეხბურთელთა მხოლოდ 15 პროცენტი აიცრა.

ამ ფონზე ყატარის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან იმაზე, რომ აეკრძალოთ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.

სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით ყატარის მხარესა და ფიფა-ს შორის უკვე რამდენჯერმე გაიმართა მოლაპარაკებები.