არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე კარანტინის გავლა მოუწევთ #1TVSPORT
არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე კარანტინის გავლა მოუწევთ #1TVSPORT

ფეხბურთელებს, რომლებიც უარს ამბობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე, მოუწევთ კარანტინის გავლა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, – წერს გაზეთი „ტელეგრაფი“.

ტურნირის ორგანიზატორებმა სამშაბათს გამოაცხადეს, რომ ყატარში შესვლის ამჟამინდელი მოთხოვნები ითვალისწინებს სასტუმროში ხუთდღიან იზოლაციას ყველა არავაქცინირებული უცხოელი სტუმრისთვის.

ფეხბურთელები აცრის გარეშე, რომლებიც საბოლოო განაცხადში მოხვდებიან, ყატარში კარანტინი უნდა გაიარონ საკუთარი ნაკრებების პირველი მატჩების წინ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) გაანთავისუფლოს ამ ვალდებულებებისგან ფეხბურთელები და ბილეთების მქონე გულშემატკივრები, ფედერაციამ უპასუხა: „ყველა მონაწილემ უნდა მისდიოს ყატარის მთავრობის რეკომენდაციებს. სრულ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ გუნდები ტურნირის მოახლოებასთან ერთად მიიღებენ“.