„არარატ-არმენიას“ მწვრთნელი - ეს მოგება დავიმსახურეთ
„არარატ-არმენიას“ მწვრთნელი - ეს მოგება დავიმსახურეთ

ერევნის „არარატ-არმენიამ“ ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე ორი მატჩის ჯამში „საბურთალო” დაამარცხა (1:2, 2:0) და პლეიოფში გავიდა.

თბილისში დასრულებული შეხვედრის შემდეგ „არარატ-არმენიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. ტაქტიკურად სწორად ვთამაშობდით და ვიცოდით, ორივე ტაიმში თანაბარი რიტმი როგორ შეგვენარჩუნებინა. თამაშის ბოლოს დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ ეს ბუნებრივი იყო. მიმაჩნია, რომ მოგება და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ“,- განაცხადა „არარატ-არმენიას“ მწვრთნელმა.