„არარატ-არმენიას“ მთავარი მწვრთნელი - „საბურთალოსთან“ ტემპი არ უნდა დავაგდოთ
„არარატ-არმენიას“ მთავარი მწვრთნელი - „საბურთალოსთან“ ტემპი არ უნდა დავაგდოთ

„საბურთალოსთან“ ევროპის ლიგის განმეორებით შეხვედრამდე „არარატ-არმენიამ“ „მიხეილ მესხზე“ მატჩისწინა ვარჯიში გამართა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა კი, პრესკონფერენცია გამართა. „არარატ-არმენიას“ მწვრთნელის აზრით, გუნდს თბილისურ შეხვედრაში წარმატებას ახალი ტაქტიკა და შემადგენლობა მოუტანს.

„გუნდი სათამაშოდ მზადაა, ფეხბურთელებს კი კარგი განწყობა აქვთ, რადგან სომხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი მოვიგეთ. ვიმედოვნებთ, „საბურთალოსთან“ მაღალი ტემპის შენარჩუნებას 90 წუთის განმავლობაში შევძლებთ. ცხადია, შემადგენლობაში ცვლილებები გვექნება, რადგან ერევნის მატჩისგან განსხვავებულ ტაქტიკურ სქემას გამოვიყენებთ“, – ამბობს მინასიანი.

„ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის 14 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.