„არარატ-არმენიას“ მთავარი მწვრთნელი - „საბურთალოს“ მინუსებზე არ ვისაუბრებ
„არარატ-არმენიას“ მთავარი მწვრთნელი - „საბურთალოს“ მინუსებზე არ ვისაუბრებ

„საბურთალოსთან“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრამდე „არარატ-არმენიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენი მოწინააღმდეგე შევისწავლეთ. ეს ტექნიკურად კარგად გაწვრთნილი გუნდია, რომელსაც უყვარს ბურთის კონტროლი და მაღალ დონეზეა შეთამაშებული. გასაგები მიზეზების გამო, მე მეტოქის სისუსტეებზე არ ვისაუბრებ. ჩვენს გუნდზე კი ვერ ვიტყოდი, რომ იდეალურ მდგომარეობაში ვართ. მას კარგი უფრო ეთქმის და ვცდილობთ, ფეხბურთელები შევათამაშოთ. დაშავებული მოთამაშე არ გვყავს. ევროთასებზე ზედიზედ მესამე დაპირისპირებაა, რომელსაც შინ ვიწყებთ. მაგრამ საშინაო და გასვლითი მატჩების ცნება პირობითია. „საბურთალომ“ გასვლაზე „შერიფი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხოლო შინ ანგარიშით 1:3 წააგო. ასე რომ, ყველაფერი პირობითია. რაც შეეხება ზემოქმედებას, ეს ჩემთვის ახალი არ არის – უფრო დიდი ზემოქმედების ქვეშაც მიმუშავია“, – ამბობს „არარატ-არმენიას“ მთავარი მწვრთნელი ვარდან მინასიანი.

„საბურთალო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ-არმენიასთან“ მატჩს ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს.

დატოვე კომენტარი