არაბულმა ავსტრალიაში გაიტანა - ქართველების დაპირისპირება მიქელთაძის „ნიუკასლმა“ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ავსტრალიის ჩემპიონატში „ნიუკასლ ჯეტსმა“ „მაკარტურს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველების გუნდების დაპირისპირებაში კი ბაჩანა არაბულის გოლმა სტუმრებს ვერ უშველა.
„ნიუკასლ ჯეტსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 88 წუთი ითამაშა ბექა მიქელთაძემ, ხოლო „მაკარტურის“ რიგებში ბაჩანა არაბული თავიდან სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მეორეშიც შემტევები ვერაფერს ახერხებდნენ, მაგრამ ვითარება 79-ე წუთზე შეიცვალა. კუთხურის გათამაშების შემდეგ მეტიუ იურმანმა „მაკარტურის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა და „ნიუკასლ ჯეტსი“ დააწინაურა.
90+2-ე წუთზე „მაკარტურმა“ ანგარიში გაათანაბრა. ზუსტი თავური დარტყმით მასპინძელთა კარი ბაჩანა არაბულმა აიღო და თითქოს თამაში გადაარჩინა, მაგრამ 90+5-ე წუთზე ბრენდონ ონილმა ძლიერი დარტმით „ნიუკასლ ჯეტსს“ სამი ქულა მოუტანა – 2:1.
ავსტრალიის A ლიგაში გამართული 24 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეტსი“ 29 ქულით მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „მაკარტური“ (26) მე-11 ადგილზე დაქვეითდა.