ვოლგოგრადის „როტორმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა – გუნდის მეტოქე პოლონური „იაგელონია“ იყო და მატჩი ფრედ დასრულდა.
ქართველებდიან „როტორის“ შემადგენლობში ითამაშეს საბა კვირკველიამ, ნიკა ყიფიანმა და ზურიკო დავითაშვილმა, მოერე ტაიმში კი გიორგი არაბიძე გამოჩნდა. მაგრამ გუნდის არც ძირითად და არც სათადარიგო შემადგენლობაში ბექა მიქელთაძე არ ყოფილა.
ანგარიში პოლონელებმა გახსნეს. მე-40 წუთზე ანგარიში საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტი დარტყმით ზუკა დავითაშვილმა აღადგინა. მეორე ტაიმში ვოლგოგრადელთა შემადგენლობა შეიცვალა. 64-ე წუთზე გიორგი არაბიძემ პაუზით მცველი ჩამოიშორა და საჯარიმოს სიახლოვიდან დაარტყა, მაგრამ პოლონელების კარი ძელმა იხსნა.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა. „როტორი“ პირველ შეკრებაზე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.