არაბიძემ დაიწყო, ახვლედიანმა დაამთავრა - „ტორპედომ“ „დილა“ უშანსოდ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის პირველი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა – ქუთაისის „ტორპედომ“ ერთ-ერთ ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ანგარიში მე-18-ე წუთზე გაიხსნა. მათე ცინცაძემ გადაცემა ჩაჭრა და საჯარიმოსთან გიორგი არაბიძე მონახა – „ტორპედოს“ შემტევმა ორი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა და ზუსტი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.
ტაიმის ბოლო წუთზე გორელები კაცნაკლულები დარჩნენ – 41-ე წუთზე „დილას“ კაპიტანამ და ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გაგნიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.
მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა თორნიკე ახვლედიანმა, რომელმაც „დილასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა (63, 74, 90+3), ხოლო გორელებიდან ერთი გოლი ჰაჯი დრამემ (78) გაიტანა და „ტორპედომ“ ძლიერი მეტოქე 4:1 დაამარცხა.
20 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 24 ქულა დააგროვა და „თელავს“ დაეწია, ხოლო „დილა“ (34) მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ „სამგურალი“ (33) ტურის მატჩის მოგების შემთხვევაში პოზიციას დაკარგავს.