გიორგი არაბიძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბ „ნაციონალის“ პრეს-სამსახური ავრცელებს – 20 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა „ნასიონალთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
„თავისი მცირე ასაკის მიუხედავად, მან უკვე 4-ჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. შეუძლია ითამაშოს 10-ნომრად და ასევე ფლანგის თავდამსხმელად“ – წერს „ნაციონალის“ პრეს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ არაბიძე 2015 წელს თბილისის „ლოკომოტივიდან“ დონეცკის „შახტარში“ ჩაირიცხა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ დუბლშემადგენლობაში ჰქონდა და უკრანიდან წასვლა გადაწყვიტა.
გიორგი უკვე პორტუგალიაშია და „ნაციონალის“ პრეს-სამსახურის ცნობით, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს. არაბიძის ახალი კლუბი დასრულებულ სეზონში პორტუგალიის რანგით მეორე, სეგუნდა ლიგაში გამოდიოდა, პირველ ადგიზლე გავიდა და პრიმერა (უმაღლესი) ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.