არაბიძე ნაკრებში დაბრუნებას იმედოვნებს - არაფერი მაწუხებს და ფორმაში შევდივარ #1TVSPORT
გიორგი არაბიძეს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების იმედი აქვს, – ამის შესახებ მარტის სანაკრებო თამაშების მოახლოებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ ნახევარმცველმა და ბოლო წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა საქართველოს პირველ არხთან თავად ისაუბრა.
„მაქვს იმედი, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში გამომიძახებს? იმას მიიწვევენ, ვინც ამ მომენტში მზად იქნება და ვისაც საჭიროდ ჩათვლიან. ვერ ვიტყვი, რომ ახლა მიწვევას ველოდები, მაგრამ ნაკრებში დაბრუნების იმედი რომ არ მქონდეს, ჩემს თამაშს აზრი არ ექნებოდა“, – ამბობს გიორგი არაბიძე.
24 წლის ფეხბურთელის თქმით, ტრავმებით გამოწვეული პრობლემები დაძლია და ფორმაში შედის:
„ოპერაციის შემდეგ დიდი დრო დამჭირდა. შარშანაც არ ვგრძნობდი თავს ცუდად, მაგრამ მაინც ვერ ვიყავი ისე, როგორც თავად მსურდა. ახლა კი ფორმაში შევდივარ. საბედნიეროდ, არაფერი მაწუხებს, „ტორპედოში“ კარგი შეკრება გავიარე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მენტალურადაც კარგად ვარ“.
გიორგიმ კომენტარი მოახლოებულ სანაკრებო თამაშებზეც ისაუბრა:
„ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში, რა თქმა უნდა, ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და წინასწარ იმედი არ უნდა გადავიწუროთ. ყველა დანარჩენთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ბრძოლა შეიძლება. სანიოლის ხელში ნაკრებს გაიზარდა და ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე წინა წლებში. ეს მაიმედებს“.